შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9 მაისს ე.წ. „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას შსს გააკონტროლებს. სოციალურ ქსელში კობა ხაბაზი შალვა ხუციშვილის განცხადებას ეხმაურება და ფოტოსაც აქვექნებს. -ანუ, არა თუ უარს არ/ვერ ეუბნებიან შემოსვლაზე, არამედ კიდევაც შემოუშვებენ, ესკორტსაც გამოუყოფენ, დაცვასაც უზრუნველჰყოფენ და ვინც გააპროტესტებს ამ პუტინის “ლუბიმჩიკების” პარპაშს საქართველოში, დააპატიმრებენ. ვინმეს კითხვა დაგრჩათ ივანიშვილის და […]
კატეგორია: სოციალური მედია
მამუკა გამყრელიძე: „სესიაშვილი დამნაშავეა“
მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ირაკლი სესიაშვილის სუსის ანალიტიკურ სამსახურში დასაქმებას ეხმიანება და წერს: – ჩემმა ქალიშვილმა, რომელსაც ორი უცხოური უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, ბაკალავრის და მაგისტრის, აქვს საქართველოში და უცხოეთში მოუშაობის გამოცდილება, მათ შორის “დიდი ოთხეულის” ამერიკულ კომპანიაში, ორი წლის განმავლობაში ვერ იშოვა სამსახური საქართველოში. დაგზავნილი ჰქონდა CV ყველა ვაკანსიაზე და გასაუბრებაზეც კი არ დაიბარეს. ამავე […]
“როგორ ვარ? ა, ასე, სტამბოლის კაჟივით…” – გია მაისაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე წერს
გია მაისაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუქში მორიგ სტატუსს აქვეყნებს: – დღეს ვამთავრებ, შიმშილობის ბოლო, მეათე დღეა. ათი დღეა წყლის მეტი პირში არაფერი ჩამიშვია. ერთი წლის წინ ჩატარებულ 40 დღიან შიმშილობასთან შედარებით, ეს დილის გასეირნებას ჰგავდა. როგორ ვარ? ა, ასე, სტამბოლის კაჟივით. რაც 14 წლისამ ტანვარჯიშს თავი დავანებე, შპაკატში არ ჩავმჯდარვარ და ახლა ისევ ვჯდები, […]
სერგი კაპანაძე: ”საარჩევნო სისტემა, რომელსაც “ოცნება” გვთავაზობს, პირველად მუსოლინიმ მოიფიქრა”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც კაპანაძე წერს, ეს სისტემა პირველად იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ მოიფიქრა, რომელიც 2013 წელს იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. – რა შეგვიძლია ვთქვათ იმ “უმრავლესობის ბონუსის” სისტემის შესახებ, რომლის შემოღებასაც ქოცები აპირებენ, და […]
ლევან წულაძე შოტლანდიურად
ინგა გრიგოლია: „ხალხო, ხომ კარგად ხართ? ვერ წარმოვიდგენდი, ამაზეც განმარტებები თუ უნდა მეწერა”
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ინგა გრიგოლიას მღვდელთმსახურის წოდება მიანიჭა, ტელეწამყვანი ფეისბუკზე ეხმაურება. ინგა გროგოლიას თქმით, აღნიშნული ფაქტი უბრალო ხუმრობა იყო და ის ვერც იფიქრებდა, რომ ამაზე სერიოზული განმარტებების გაკეთება დასჭირდებოდა. – გავიღვიძე და ინბოქსი აფეთქებული დამხვდა, მართლა მღვდელმთავრობა მომანიჭეს თუ არა, სერიოზულად არკვევენ, შფოთავენ. მაგრად ვიცინე, მაგრამ […]
ინგა გრიგოლია მღვდელმსახურად აკურთხეს
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მღვდელთმსახურის ტიტული მიანიჭა. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია. – თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია, _ წერს ხვიჩია. მოწმობის მიხედვით, ინგა გრიგოლიას ბიბლიური თავისუფლების ეკლესია ქადაგების უფლებას აძლევს. მოწმობის გადაცემა გადაცემის მიმდინარეობის დროს მოხდა. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ რიტუალს “რეაქციის სტუდიაში არაერთგვაროვანი რეაქცია […]
„არ შეიძლება, ამ ასაკამდე მიხვიდე და ასეთი ბოროტი მოხუცი იყო“
– არ შეიძლება, ამ ასაკამდე მიხვიდე და ასეთი ბოროტი მოხუცი იყო. რეზო ამაშუკელს ჩემი სადღეგრძელო მაგიდაზე ასულს აქვს ნათქვამი, ახლა კი მლანძღავს. ეს ინტელიგენცია იყო ზუსტად, ყველა ხელისუფლებას რომ წველიდა, და როგორც კი აღარ მოაწველინებდა თავს ხელისუფლება, მაშინვე ახალი ძალისკენ გარბოდა, – შალვა ნათელაშვილი რეზო ამაშუკელისა და ქართული ინტელიგენციის შესახებ, „პრიორიტეტში“ განაცხადა.
მამულიჩა: „ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით”
„იქს ფაქტორის” სცენაზე გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენას, ლელა წურწუმია განსაკუთრებულად შეხვდა. სიმპატიურმა და სექსუალურმა კონკურსანტმა, წურწუმია ჯერ გარეგნობით მოხიბლა, შემდეგ მეგრელობით და ბოლოს სიმღერით. მისი სიმღერის შესრულებისას ესტრადის დივამ აღფრთოვანება ვერ დამალა და ნიშადურიც კი დასჭირდა დასაწყნარებლად. ლელა წურწუმიას მეუღლემ, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი დაწერა: “კაცი-წნევა… ….. ლელას რამე არ დაემართოს, თორე […]
ნიკა გვარამია: “ჩემი ცოლის დაქალები” თქვენ მოგი**ანთ აქ ჩამომთრევი!!!”
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი დაწერა: – “ჩემი ცოლის დაქალები” თქვენ მოგი**ანთ აქ ჩამომთრევი!!! რა ჩაატარეთ ეს?! რა გინდათ? რას გვერჩით? რას გვემართლებით?!! Keti Bozhidaria Giorgi Liponava Irakli Saghinadze Misha Mshvildadze . სრულიად ფენომენალური იყავი. შემრცხვა, შენი პერსონაჟის ისეთი მორალური უპირატესობა მაგრძნობინე პირადად ჩემს მიმართ Baia Dvalishvili ❤










