შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9 მაისს ე.წ. „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას შსს გააკონტროლებს.
სოციალურ ქსელში კობა ხაბაზი შალვა ხუციშვილის განცხადებას ეხმაურება და ფოტოსაც აქვექნებს.
-ანუ, არა თუ უარს არ/ვერ ეუბნებიან შემოსვლაზე, არამედ კიდევაც შემოუშვებენ, ესკორტსაც გამოუყოფენ, დაცვასაც უზრუნველჰყოფენ და ვინც გააპროტესტებს ამ პუტინის “ლუბიმჩიკების” პარპაშს საქართველოში, დააპატიმრებენ.
ვინმეს კითხვა დაგრჩათ ივანიშვილის და მისი ხროვის მოღალატეობრივ საქმიანობაზე? პუტინის მონობასა და ლაქიაობაზე?
ჯერი ჩვენზეა, ან ვირჩევთ თავისუფლების, სიამაყის და ღირსების გზას, ან ვხდებით მონის მონები, – წერს ხაბაზი.

