მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ირაკლი სესიაშვილის სუსის ანალიტიკურ სამსახურში დასაქმებას ეხმიანება და წერს:
– ჩემმა ქალიშვილმა, რომელსაც ორი უცხოური უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, ბაკალავრის და მაგისტრის, აქვს საქართველოში და უცხოეთში მოუშაობის გამოცდილება, მათ შორის “დიდი ოთხეულის” ამერიკულ კომპანიაში, ორი წლის განმავლობაში ვერ იშოვა სამსახური საქართველოში. დაგზავნილი ჰქონდა CV ყველა ვაკანსიაზე და გასაუბრებაზეც კი არ დაიბარეს.
ამავე დროს, მე-2 კურსელ ახალგაზრდას უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყება ასაქმებს.
გასაგებია, რომ პატარა ქვეყანაა, ეკონომიკაც ვერ გუგუნებს და სამუშაო ადგილებიც ცოტაა, მაგრამ სახელმწიფო უწყებაში ნეპოტიზმი მაინც არ უნდა არსებობდეს. ეს არის უზნეობა. ის ახალგაზრდა დამნაშავეა თუ არა, ამას სამართალდამცავები გაარკვევენ. მამამისი კი დამნაშავეა ყოველგვარი ეჭვის გარეშე !

