
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მღვდელთმსახურის ტიტული მიანიჭა. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.
– თავისუფლების საპატიო მქადაგებელი ინგა გრიგოლია, _ წერს ხვიჩია.
მოწმობის მიხედვით, ინგა გრიგოლიას ბიბლიური თავისუფლების ეკლესია ქადაგების უფლებას აძლევს.
მოწმობის გადაცემა გადაცემის მიმდინარეობის დროს მოხდა. ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ჩატარებულ რიტუალს “რეაქციის სტუდიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა და სტუმრების ნაწილმა დარბაზი დატოვა.
„გირჩის“ მიერ დაარსებული ბიბლიური თავისუფლების ეკლესია მღვდელმსახურებს „აკურთხებს და ქადაგების უფლებას ანიჭებს.

