სერგი კაპანაძე: ”საარჩევნო სისტემა, რომელსაც “ოცნება” გვთავაზობს, პირველად მუსოლინიმ მოიფიქრა”

სერგი კაპანაძე: ''საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ოცნება" გვთავაზობს, პირველად მუსოლინიმ მოიფიქრა''“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც კაპანაძე წერს, ეს სისტემა პირველად იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ მოიფიქრა, რომელიც 2013 წელს იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

– რა შეგვიძლია ვთქვათ იმ “უმრავლესობის ბონუსის” სისტემის შესახებ, რომლის შემოღებასაც ქოცები აპირებენ, და რომლითაც ისინი შეეცდებიან მიითვისონ გაუნაწილებელი მანდატები:

1. პირველად ეს სისტემა მოიფიქრა ბენიტო მუსოლინიმ!
2. იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წელს ულიმიტო “ბონუსი” არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.
3. ევროპაში თითქმის არსად არ გამოიყენება, თუ არ ჩავთვლით საბერძნეთს, რისთვისაც ამ ქვეყანას რეგულარულად აკრიტიკებენ.
4. ასევე გამოიყენება სან მარინოში, მაგრამ იქ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამარჯვებულმა კოალიციამ ზუსტად ადგილების 58% მიიღოს.

მოკლედ, არანაირი ევროპული “პრაქტიკით” “არ პრავდება” ეს მეთოდი. ჩვეულებრივი უზურპაციაა ძალაუფლების.

ამიტომ, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ დაეკითხონ ხალხს! ჩაატარონ პლებისციტი და, დაე, მოსახლეობამ გადაწყვიტოს სამართლიანად მიაჩნია თუ არა, რომ პირველმა პარტიამ წაიღოს ყველა იმ პარტიის ხმა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, – წერს სერგი კაპანაძე ფეისბუქში.