ბელგიის ჟუპილერ ლიგაში “გენტის” ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე 78 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. “გენტი” საკუთარ მოედანზე 63-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდა “სერკლ ბრიუგესთან”, შემდეგ ჟულიენ დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. საგოლე კომბინაციაში ჩაკვეტაძემ მიიღო მონაწილეობა. 73-ე წუთზე კი გიორგის პასით დარკო ლემაჯიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი 78-ე წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლისას მას ფანებმა ისევ […]
კატეგორია: სპორტი
მერაბ დვალიშვილის საოცარი გამარჯვება – ქართველმა მებრძოლმა თითქმის წაგებული შეხვედრა შემოატრიალა
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა – მარლონ მორაესი დაანოკაუტა! დვალიშვილი თავდაპირველად თვითონ გადარჩა, შემდეგ კი მეტოქის უპირატესობა სენსაციურად შემოატრიალა, გამარჯვებას მიაღწია და, ბონუსის სახით, 50 ათასი დოლარიც მიიღო. მერაბმა დაპირისპირების შემდეგ, ემოციურად ისაუბრა: “მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ მაშინ გაეჩერებინა, თუკი საფრთხე ჩემს სიცოცხლეს შეექმნებოდა. მტკიოდა. ყველას გვტკივა. მე მებრძოლი ვარ! ნებისმიერ […]
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძემ პირველ მატჩში ითამაშა
ივლისის დასაწყისში “საბურთალოდან” “გრენობლში” გადასულმა 22 წლის შემტევმა გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მოირჩინა, საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში “ნანსისთან” (4:1) განაცხადში იყო, დღეს კი გასვლაზე “როდეზთან” ჩატარებულ მატჩში (1:1) მისი დებიუტი შედგა. კოხრეიძემ 76-ე წუთზე ფლორიან მიშელი შეცვალა. ამ შეხვედრაში სტუმრები 25-ე წუთზე პენალტით ენტონი ბელმონტემ დააწინაურა, 90+4-ე წუთზე კი მასპინძელმა ფლორიან დავიდმა ანგარიში გაათანაბრა. “გრენობლი” 10 […]
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში დაბრუნდა – “მიყვარს, როცა ქომაგი ჩემს სახელს მღერის”
გიორგი ჩაკვეტაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ “გენტის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “ანდერლეხტის” წინააღმდეგ (1:1) 65 წუთი ითამაშა. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გიორგის მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გამოაქვეყნა: “რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე გამოვედი, ემოციური ვიყავი. ერთ წელზე მეტია, “გენტის” ოფიციალური შეხვედრა სასტარტოში არ დამიწყია. თავს ბავშვივით ვგრძნობდი. ბედნიერი და გახარებული ვარ, ფანტასტიკური შეგრძნებაა. ასევე, […]
ნიკა ბასილაშვილმა მეცში სასწაული მოახდინა და მეოთხედფინალში გავიდა
მეცის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481.270 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას სამ სეტში სძლია – მატჩი 2:53 საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 0:6 დათმო, მეორე 6:4 მოიგო, მესამეში კი ტაიბრეიკზე იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუწია. ნიკოლოზმა პირველ წრეში იტალიელი ჯანლუკა მაგერი 6:3, 7:6 დაამარცხა, 24 სექტემბერს კი, მეოთხედფინალში, […]
“მამარდაშვილმა წლის ყველაზე აბსურდული გოლი გაუშვა” – ესპანური მედია ვალენსიას ქართველი მეკარის შესახებ
„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს „სევილიასთან“ ესპანური მედია გამოეხმაურა. გავლენიანმა გამოცემებმა მარკამ და ასმა სევილიელთა მეორე გოლში ქართველი კიპერი დაადანაშაულეს. „მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომა: ასე გავიდა წლის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი. „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „სევილიას“ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა უხეში შეცდომით, რაც „წლის აბსურდული გოლების“ სიაში შევიდა. მონუმენტური შეცდომის ქრონოლოგია, რომელიც ვერავინ გაიგო: 1. მონტიელის […]
ესპანური პრესა – “მამარდაშვილს მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბების ყველა შანსი აქვს”
ესპანური მარკა “ვალენსიას” ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს: “გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა. ქართველი მეკარე “ღამურების” შემადგენლობაში მესამე კიპერად ჩავიდა, დღეს კი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ის თითოეულ თავის მოქმედებას ფანქრის მეშვეობით ზომავს. ესპანურ გუნდში კარის მცველს შესანიშნავი პირობები აქვს, თუმცა გასაძლიერებლად შეცდომები და არაკომფორტული შემთხვევები უნდა გაიაროს, რათა პროგრესირდეს და მაღალი დონის მეკარედ […]
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა
ბელგიის სერენის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. დღეს სერენი ანტვერპენში ადგილობრივ გუნდს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრის პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ მასპინძლებმა შემდეგ 2 გოლის გატანა მოახერხეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. რამდენიმე დღის წინ გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის თასის შეხვედრაში ლოკერენს 3 გოლი გაუტანა, რის შედეგადაც სერენმა ის მატჩი […]
სასწაული ბათუმში – დინამო ლოკომოტივთან 1 საათი აგებდა, მაგრამ 7:3 მოიგო
ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სახლში „ლოკომოტივი“ 7:3 დაამარცხა. წვიმიან ამინდში ჩატარებული მატჩი მოულოდნელად სტუმართა შეტევებით დაიწყო, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს, როდესაც ჯიღაური დებიუტანტ ვადის გაექცა და ბურთს სპენკელინკის კარში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ ბათუმელები ინიციატივას დაეუფლენ, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ დარცმელიამ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი კირკიტაძე აზაცკის გაექცა […]
გიორგი მიქაუტაძემ ლოკერენს 3 გოლი გაუტანა
ბელგიის თასის პირველ რაუნდში “სერენმა” სტუმრად 3:0 დაამარცხა ქვედალიგური “ლოკერენ-ტემსე” და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა – ჰეთ-თრიკი საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა. მიქაუტაძემ გოლები მე-7, 44-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა. შეგახსენებთ, გიორგი “მეციდან” “სერენში” იჯარით ახლახან დაბრუნდა, “სტანდარდთან” ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. […]