ნიკა ბასილაშვილმა მეცში სასწაული მოახდინა და მეოთხედფინალში გავიდა

მეცის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481.270 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას სამ სეტში სძლია – მატჩი 2:53 საათი გაგრძელდა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 0:6 დათმო, მეორე 6:4 მოიგო, მესამეში კი ტაიბრეიკზე იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუწია.

ნიკოლოზმა პირველ წრეში იტალიელი ჯანლუკა მაგერი 6:3, 7:6 დაამარცხა, 24 სექტემბერს კი, მეოთხედფინალში, ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება, რომელმაც გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს ორ სეტში სძლია.

ბასილაშვილისა და მონფილსის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სპორტალი