ჩაკვეტაძის საგოლე პასით გენტმა მატჩი მოიგო

ჩაკვეტაძის საგოლე პასით გენტმა მატჩი მოიგობელგიის ჟუპილერ ლიგაში “გენტის” ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ უკვე 78 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

“გენტი” საკუთარ მოედანზე 63-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდა “სერკლ ბრიუგესთან”, შემდეგ ჟულიენ დე სარტმა ანგარიში გაათანაბრა. საგოლე კომბინაციაში ჩაკვეტაძემ მიიღო მონაწილეობა. 73-ე წუთზე კი გიორგის პასით დარკო ლემაჯიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი 78-ე წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლისას მას ფანებმა ისევ უმღერეს.

ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა სასტარტოში და დღეს საგოლე გადაცემის გარდა ყვითელი ბარათი მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ედგარას უტკუსს მიაღებინა და მეკარე ტომას დიდილონმა ორჯერ არ დაანება გოლის გატანა.

შეგახსენებთ, “ანდერლეხტთან” ნამატჩევს (1:1) “გენტის” მწვრთნელმა ჩვენებური შეაქო და თქვა, რომ არ იცოდა,  მოახერხებდა თუ არა გიორგი აღდგენას და თამაშს. მოახერხა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

“გენტი” 11 ქულით მე-11 ადგილზეა და 3 ოქტომბერს სტუმრად “ანტვერპენს” შეხვდება, იქამდე კი 30 სექტემბერს კონფერენს ლიგაზე “ანორთოსისს” უმასპინძლებს.

სპორტალი