გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში დაბრუნდა – “მიყვარს, როცა ქომაგი ჩემს სახელს მღერის”

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში დაბრუნდა - "მიყვარს, როცა ქომაგი ჩემს სახელს მღერის"გიორგი ჩაკვეტაძე დიდხნიანი პაუზის შემდეგ “გენტის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “ანდერლეხტის” წინააღმდეგ (1:1) 65 წუთი ითამაშა.

კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გიორგის მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გამოაქვეყნა:

“რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე გამოვედი, ემოციური ვიყავი. ერთ წელზე მეტია, “გენტის” ოფიციალური შეხვედრა სასტარტოში არ დამიწყია. თავს ბავშვივით ვგრძნობდი. ბედნიერი და გახარებული ვარ, ფანტასტიკური შეგრძნებაა.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან მათ არასოდეს დავვიწყებივარ. მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან. ეს მშვენიერი საღამო იყო.”

გიორგის ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა და მწვრთნელის, გუნდისა და გულშემატკივრების მხრიდან ნდობამ მასზე დადებითად უნდა იმოქმედოს.

“გენტი” 26 სექტემბერს “სერკლ ბრიუგეს”, ხოლო 30-ში კონფერენს ლიგის ეგიდით თემურ ქეცბაიას, გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას “ანორთოსისს” უმასპინძლებს.

სპორტალი