კატეგორია: სპორტი

ფოთელმა მწვრთნელმა ზაურ ანთიამ ირლანდიას ოლიმპიური ოქრო მოუტანა

ფოთელმა მწვრთნელმა ზაურ ანთიამ ირლანდიას ოლიმპიური ოქრო მოუტანა

ტოკიოს ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება. ქართულმა დელეგაციამ გამოსვლა უკვე დაასრულა. მიუხედავად ქართველების გამოსვლის დასასრულისა, ტოკიოს ოლიმპიადაზე დარჩა ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია, რომელიც ირლანდიის ღირსებას იცავს. დღეს მისმა შეგირდმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ზაურ ანთია წარმოშობით ფოთიდაანა. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ირლანდიური კრივის „ალექს ფერგიუსონი“ – ეს მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელი შეფასება ზაურ ანთიას მისამართით მრავალჯერ გაჟღერებულა. ირლანდიაში კრივის საუკეთესო […]

მესი ბარსელონაში წელიწადში 138 მილიონ ევროს იღებდა

მესი - ”მინდოდა ნეიმარის დაბრუნება”

მას შემდეგ, რაც ბარსელონას და ლეო მესის შორის კონტრაქტი ვერ გაფორმდა, მედიაში დაიწერა, რომ პსჟ ლეოს 3 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს. საინტერესოა, რამდენი გადაუხადა ბარსელონამ თავის ლიდერს წინა კონტრაქტის მიხედვით. ეს კონტრაქტი 2017 წელს 5 წლის ვადით დაიდო და მისმა საერთო ღირებულებამ 555 მილიონ 237.619 ევრო შეადგინა. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობების […]

პსჟ მესის წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს

პსჟ მესის წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს

პსჟ-ის მფლობელის, ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ძმამ, ხალიფა ალ-ტანიმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ლეო მესისთან მოლაპარაკებები დასრულდა და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იმ დეტალებს ასაჯაროვებს, რომელთაც პსჟ ლიონელ მესის კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ სთავაზობს. პარიზელები მზად არიან, არგენტინელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმონ და სეზონურად 50 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც ბონუსებიც დაემატება. მოლაპარაკებას “პარი სენ […]

კრისტიან ერიკსენი – “4-5 თვეში ფეხბურთს ისევ ვითამაშებ”

კრისტიან ერიკსენი - "4-5 თვეში ფეხბურთს ისევ ვითამაშებ"

მილანის “ინტერის” დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერისკენმა განაცხადა, რომ მოედანზე დაბრუნებას აპირებს. “4-5 თვეში ფეხბურთის თამაშს ისევ დავიწყებ. არაფერი მჭირს, ყველაფერი რიგზე მაქვს,”- უთხრა კრისტიანმა Corriere dello Sport-ს. შეგახსნებთ, ევრო 2020-ის მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს დანია და ფინეთი ხვდებოდნენ, ერიკსენს გული გაუჩერდა. სპორტალი

ჟოან ლაპორტა დღეს პრესკონფერენციას გამართავს

ჟოან ლაპორტა დღეს პრესკონფერენციას გამართავს

ბარსელონას პრეზიდენტი ჯოან ლაპორტა დღეს, 6 აგვისტო,ს პრესკონფერენციას გამართავს. ჟურნალისტებთან შეხვედრა თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება. პრესკონფერენციის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ბარსელონადან  ლეო მესის წასვლა და გუნდის გეგმები იქნება.

მესი ბარსელონაში ვერ დარჩება – “მადლობა ლეოს ყველაფრისთვის”

მესი - "ბარსელონაში წარმატებები წინ გველოდება"

ლეო მესი ბარსელონაში ვერ დარჩება. ამის შესახებ რადენიმე წუთის წინ  ბარსელონამ ოფიციალურად განაცხადა.. “მიუხედავად იმისა, რომ კლუბმაც და ფეხბურთელმაც ყველაფერი გააკეთეს შეთანხმების მისაღწევად, დღეს კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა ლა ლიგის რეგულაციების გამო. ამის გამო ლეო მესი ვერ დარჩება ბარსელონაში. ორივე მხარე გამოთქვამს მწუხარებას იმის გამო, რომ მათი სურვილების შესრულება ვერ მოხერხდა. ბარსელონა მადლობას უხდის მესის […]

მიქაელ ბალაკს შვილი დაეღუპა

მიქაელ ბალაკს შვილი დაეღუპა

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის, მიქაელ ბალაკის შვილი, ემილიო ბალაკი პორტუგალიაში ავტოავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია აქტიურად წერს. მათივე ცნობით, უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფეხბურთელის შვილი 18 წლის იყო, სამაშველო ჯგუფი მის გადარჩენა შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. რუსთავი 2

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალში გავიდა

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანის წარმომადგენელი, ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა. საწყის შეხვედრაში პირველ ნომრად განთესილმა პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია. შეგახსენებთ, ტურნირის ფინალური ეტაპი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება. იპნ

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში იდგა, მილანთან კარი მშრალად შეინახა და პირველი თასი მოიგო

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში იდგა, მილანთან კარი მშრალად შეინახა და პირველი თასი მოიგო

4 აგვისტოს, “მესტალიაზე” ტარონიას (ნარინჯისფერი) თასისთვის ერთმანეთს “ვალენსია” და “მილანი” შეხვდნენ. ვალენსიას კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ეს შეხვედრა ქართველი გოლკიპერისთვის წარმატებული გამოდგა. შეხვედრა ფრედ – 0:0 დასრულდა, მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს – 5:3. მილანის მხრიდან პენალტი კრუნიჩმა გააფუჭა – მან კარს ააცილა, თუმცა მამარდაშვილის ნახტომი ისეთი კარგი იყო, რომ ბურთი კარში რომ […]

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა – მან 3 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა - მან 3 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა. ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე […]