მესი ბარსელონაში წელიწადში 138 მილიონ ევროს იღებდა

მესი ბარსელონაში წელიწადში 138 მილიონ ევროს იღებდამას შემდეგ, რაც ბარსელონას და ლეო მესის შორის კონტრაქტი ვერ გაფორმდა, მედიაში დაიწერა, რომ პსჟ ლეოს 3 წლიან კონტრაქტს და წელიწადში 50 მილიონ ევროს სთავაზობს.

საინტერესოა, რამდენი გადაუხადა ბარსელონამ თავის ლიდერს წინა კონტრაქტის მიხედვით.

ეს კონტრაქტი 2017 წელს 5 წლის ვადით დაიდო და მისმა საერთო ღირებულებამ 555 მილიონ 237.619 ევრო შეადგინა.

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობების მიუხედავად, ყოველწლიურად მესის შემოსავალი, ბონუსების ჩათვლით, 138 მილიონ ევროს შეადგენდა.

მედიამ მას უწოდა კონტრაქტი, რომელიც ”ბარსელონას” ანგრევს.

”ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რივალდომ თავის დროზე თქვა, რომ ”ბლაუგრანას“ ‘მესი უნდა გაეყიდა.

– ”ბარსას” დირექტორთა საბჭომ შეცდომა დაუშვა. მათ მესი მაშინ უნდა გაეყიდათ, როცა ლეოს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა. ”ბარსელონა” ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც რეალი კრიშტიანუ რონალდუსთან მიმართებით მოიქცა, როცა მადრიდელებმა პორტუგალიელი 100 მილიონ ევროდ გაყიდეს.

ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ბარსელონას უფასოდ დატოვებს, თანაც მაშინ, როცა კლუბს უამრავი ფინანსური პრობლემა აქვს. ჩემი აზრით, მესის წასვლა გარდაუვალია”, – თქვა რივალდომ.