გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში იდგა, მილანთან კარი მშრალად შეინახა და პირველი თასი მოიგო

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადში იდგა, მილანთან კარი მშრალად შეინახა და პირველი თასი მოიგო4 აგვისტოს, “მესტალიაზე” ტარონიას (ნარინჯისფერი) თასისთვის ერთმანეთს “ვალენსია” და “მილანი” შეხვდნენ. ვალენსიას კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

ეს შეხვედრა ქართველი გოლკიპერისთვის წარმატებული გამოდგა.

შეხვედრა ფრედ – 0:0 დასრულდა, მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში კი მასპინძლებმა იმარჯვეს – 5:3.

მილანის მხრიდან პენალტი კრუნიჩმა გააფუჭა – მან კარს ააცილა, თუმცა მამარდაშვილის ნახტომი ისეთი კარგი იყო, რომ ბურთი კარში რომ წასულიყო, დიდი შანსი იყო, ქართველ მეკარეს ის აეღო.

ვალენსიამ და მასთან ერთად გიორგი მამარდაშვილმა პირველი თასი მოიპოვეს.

ლა ლიგა სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, ვალენსიური კლუბი კი მანამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას
გამართავს.