მესი ბარსელონაში ვერ დარჩება – “მადლობა ლეოს ყველაფრისთვის”

მესი ბარსელონაში ვერ დარჩება - "მადლობა ლეოს ყველაფრისთვის"ლეო მესი ბარსელონაში ვერ დარჩება.

ამის შესახებ რადენიმე წუთის წინ  ბარსელონამ ოფიციალურად განაცხადა..

“მიუხედავად იმისა, რომ კლუბმაც და ფეხბურთელმაც ყველაფერი გააკეთეს შეთანხმების მისაღწევად, დღეს კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა ლა ლიგის რეგულაციების გამო.

ამის გამო ლეო მესი ვერ დარჩება ბარსელონაში. ორივე მხარე გამოთქვამს მწუხარებას იმის გამო, რომ მათი სურვილების შესრულება ვერ მოხერხდა.

ბარსელონა მადლობას უხდის მესის ყველაფრისთვის და უსურვებს წარმატებებს მის მომავალ პირად და პროფესიულ ცხოვრებაში,” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.