მესი – “ახლაც კი ვერ წარმომიდგენია, რომ ბარსელონადან მივდივარ – აუცილებლად დავბრუნდები”

მესი - "ახლაც კი ვერ წარმომიდგენია, რომ ბარსელონადან მივდივარ - აუცილებლად დავბრუნდები"ცოტა ხნის წინ ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე ბარსელონაში მისი წასვლის შესახებ ისაუბრა.

– მართლა არ ვიცი, რა ვთქვა. რთულია აქ გატარებული ამდენი წლის მერე აქედან წასვლა. ამისთვის მზად არ ვიყავი.  წელს მე და ჩემს ოჯახს განსაკუთრებით გვინდოდა აქ დარჩენა

ბარსელონა ჩემი ქალაქია, აქ მეყოლა 3 შვილი. ყველასი მადლობელი ვარ. ამ კლუბს ყველაფერი მივეცი იმ დღიდან, როდესაც მასში ჩავირიცხე. ვერასდროს წარმოვიდგენდი აქედან წასვლას. მე მიყვარს ეს კლუბი და ძალიან რთული იყო გასულ წელს, როდესაც მის ფანებს ტრიბუნებზე ვერ ვხედავდი.

მე მინდა ქომაგებით სავსე კამპ ნოუზე ყველას ვუთხრა – ნახვამდის.

ახლაც კი ვერ წარმომიდგენია, რომ აქედან მივდივარ და ჩემი ცხოვრება იცვლება, მაგრამ რეალობა უნდა მივიღოთ და წინ ვიყუროთ.

იმედი მაქვს, რომ ოდესმე დავბრუნდები, ისევ ამ კლუბის ნაწილი გავხდები და დავეხმარები მას მსოფლიოს საუკეთესო კლუბად გახდომაში.

იმდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა და ესაა ყველაფერი, რისი თქმაც ახლა შევძელი. მადლობა ყველაფრისთვის.

ამ სიტყვების შემდეგ მესის ცრემლები მოადგა, დარბაზი კი ფეხზე წამოდგა და მას ოვაცია გაუმართა.