ბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ბოლო 11 შეხვედრაში 13 გოლის გატანა შეძლო, რაც ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია რომ სეზონი სუარესისთვის საკმაოდ ცუდად დაიწყო და პირველ 19 თამაშში მან მხოლოდ 6-ჯერ გამოიჩინა თავი. ამის მიზეზი ტრავმაც იყო, რომელიც სუარესს არ აძლევდა საშუალებას თავისი საუკეთესო ფეხბურთი ეჩვენებინა. ურუგვაელმა ფორვარდმა თავის კარგ ფორმაზე კომენტარი გააკეთა და […]
კატეგორია: სპორტი
ჟოზე მოურინიო: ”სულელური გოლები გავუშვით”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა სულელური გოლები გაუშვა და წაგება გარდაუვალი იყო. ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და პირველ ოთხეულს მიუახლოვდა. მოურინიოს აზრით ეს მარცხი მისი გუნდისთვის კარგი გაკვეთილი იქნება მომავალში: ”პირველი გოლი ძალიან სულელურად გავუშვით და შემდეგ უკვე ვეღარ შევძელით მატჩის სადავეების ჩვენს სასარგებლოდ […]
სამუელ უმტიტი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ბარსელონას ფრანგი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი უახლოეს მომავალში გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. უმტიტის შეძენა ბევრ კლუბს სურს და ამის გამო ბარსელონამ მიიღო ზომები რომ სამუელი სხვა გუნდში არ გადავიდეს. უმტიტის ძალიან კარგი სეზონი აქვს და ის ბარსელონას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. უმტიტის ასევე ხშირად იძახებენ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც. ბარსელონაში გადასვლამდე უმტიტი ლიონის ღირსებას იცავდა და ამ […]
პიერ ემერიკ ობამეანგი ოფიციალურად არსენალის ფეხბურთელია
გაბონელი თავდამსხმელი პიერ ემერიკ ობამეანგი ოფიციალურად არსენალის ფეხბურთელია და უახლოეს დღეებში ის გუნდს შეუერთდება. ობამეანგის სახელს არსენალს უკვე დიდიხანია უკავშირებენ, მაგრამ ეს ტრანსფერი რამდენიმე მიზეზის გამო გაჭიანურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შედგა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა არსენალმა ობამეანგში და სავარაუდოდ საუბარია 60 მილიონ გირვანქა სტერლინგზე, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა ბოლომდე ზუსტი არ იყოს. ობამეანგი […]
ფილიპე კოუტინიო დროებით ლივერპულში დაბრუნდება
ბარსელონას ახალწვეული ფილიპე კოუტინიო თავის ყოფილ თანაგუნდელებს გამოემშვიდობება და ის ლივერპულში წვეულების გამართვას აპირებს. ამის შესახებ კოუტინიოს ყოფილმა თანაგუნდელმა ადამ ლალანამ დაწერა სოციალურ ქსელში. თვითონ კოუტინიომ ასევე განაცხადა რომ მას სურს დროებით ლივერპულში დაბრუნება და თავის თანაგუნდელებთან დამშვიდობება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ როდის გამართავს კოუტინიო გამოსამშვიდობებელ წვეულებას ლივერპულში.
დანიელ სტარიჯი კარიერას ვესტ ბრომვიჩში გააგრძელებს
დანიელ სტარიჯი იჯარის წესით ვესტ ბრომვიჩ ალბიონში გადავიდა და სეზონის ბოლომდე ამ გუნდის ფეხბურთელი იქნება. სტარიჯზე უფლებები კვლავინდებურად ლივერპულს ეკუთვნის, თუმცა შესაძლოა სეზონის ბოლოს ვესტ ბრომვიჩმა სტარიჯზე უფლებები მთლიანად გამოისყიდოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. სტარიჯი ლივერპულში 2013 წლიდან თამაშობს, თუმცა ბოლო პერიოდში ის იშვიათად გამოდიოდა მოედანზე რაც გახდა კიდეც მისი წასვლის მიზეზი. სტარიჯს ლივერპულის […]
მაურო იკარდი რეალს მიუახლოვდა
იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი მალე რეალის ფეხბურთელი გახდება. იკარდის სახელს რეალს უკვე დიდიხანია უკავშირებენ, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა. რეალი იკარდის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს გადაიხდის და ამაზე ნაკლებ თანხად ინტერი თავის მთავარ ლიდერს არ შეელევა. აღსანიშნავია ისიც რომ იკარდიმ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, […]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ლოს ანჯელეს გელექსიში გადავიდეს
მანჩესტერ იუნაიტედის შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს და კარიერა ლონ ანჯელეს გელექსიში გააგრძელოს. ბოლო პერიოდში ზლატანი იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და გარდა ამისა მას ტრავმებიც აწუხებს. ლონ ანჯელეს გელექსიში იბრაჰიმოვიჩს მაღალი ხელფასი ექნება და ბევრი პრივილეგიით ისარგებლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ კლუბთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ზაფხულში ის ლოს ანჯელესში გადაბარგდება. ზლატანი […]
ნეიმარი: ”პსჟ-ში ბედნიერი ვარ და წასვლას არ ვაპირებ”
ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ნეიმარმა თავის ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პსჟ-ში ის ბედნიერია და ამ გუნდის დატოვებას არ აპირებს. ნეიმარის აზრით პსჟ-ს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და ნეიმარის მიზანიც სწორედ ეს არის: ”ვიცი რომ ჩემზე ბევრს ჭორაობენ და ამბობენ რომ სხვა გუნდში გადავალ სათამაშოდ. ამას უკვე მივეჩვიე და მინდა ვთქვა რომ ეს მხოლოდ ჭორებია და […]
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბელგიას 3:1 მოუგო
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ბელგია 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ზურიკო დავითაშვილის და გიორგი გულიაშვილის გოლებით 2:0 დაწინაურდა. მეტოქემ მატჩის ბოლოს პენალტით შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ქართველი 17-წლამდელები სლოვაკეთს შეხვდებიან. ბელგიასთან გამარჯვებამდე […]










