პიერ ემერიკ ობამეანგი ოფიციალურად არსენალის ფეხბურთელია

პიერ ემერიკ ობამეანგი ოფიციალურად არსენალის ფეხბურთელიაგაბონელი თავდამსხმელი პიერ ემერიკ ობამეანგი ოფიციალურად არსენალის ფეხბურთელია და უახლოეს დღეებში ის გუნდს შეუერთდება.

ობამეანგის სახელს არსენალს უკვე დიდიხანია უკავშირებენ, მაგრამ ეს ტრანსფერი რამდენიმე მიზეზის გამო გაჭიანურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც შედგა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა არსენალმა ობამეანგში და სავარაუდოდ საუბარია 60 მილიონ გირვანქა სტერლინგზე, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა ბოლომდე ზუსტი არ იყოს.

ობამეანგი არსენალმა სანჩესის შემცვლელად იყიდა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.