ფილიპე კოუტინიო დროებით ლივერპულში დაბრუნდება

ფილიპე კოუტინიო დროებით ლივერპულში დაბრუნდებაბარსელონას ახალწვეული ფილიპე კოუტინიო თავის ყოფილ თანაგუნდელებს გამოემშვიდობება და ის ლივერპულში წვეულების გამართვას აპირებს.

ამის შესახებ კოუტინიოს ყოფილმა თანაგუნდელმა ადამ ლალანამ დაწერა სოციალურ ქსელში. თვითონ კოუტინიომ ასევე განაცხადა რომ მას სურს დროებით ლივერპულში დაბრუნება და თავის თანაგუნდელებთან დამშვიდობება.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ როდის გამართავს კოუტინიო გამოსამშვიდობებელ წვეულებას ლივერპულში.