მაურო იკარდი რეალს მიუახლოვდა

მაურო იკარდი რეალს მიუახლოვდაიტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ინტერის ფორვარდი მაურო იკარდი მალე რეალის ფეხბურთელი გახდება.

იკარდის სახელს რეალს უკვე დიდიხანია უკავშირებენ, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა.

რეალი იკარდის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს გადაიხდის და ამაზე ნაკლებ თანხად ინტერი თავის მთავარ ლიდერს არ შეელევა.

აღსანიშნავია ისიც რომ იკარდიმ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელშიც ის ვიღაცას, ან რაღაცას ემშვიდობება. სავარაუდოდ ეს პოსტი ინტერს ეხება.