ლუის სუარესმა ბოლო 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა

ლუის სუარესმა ბოლო 11 მატჩში 13 გოლი გაიტანაბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ბოლო 11 შეხვედრაში 13 გოლის გატანა შეძლო, რაც ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია რომ სეზონი სუარესისთვის საკმაოდ ცუდად დაიწყო და პირველ 19 თამაშში მან მხოლოდ 6-ჯერ გამოიჩინა თავი.

ამის მიზეზი ტრავმაც იყო, რომელიც სუარესს არ აძლევდა საშუალებას თავისი საუკეთესო ფეხბურთი ეჩვენებინა. ურუგვაელმა ფორვარდმა თავის კარგ ფორმაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს დიდწილად მისი თანაგუნდელების დამსახურებაა.