კატეგორია: სპორტი

ლუის სუარესმა ბარსელონაში გადმოსვლის პერიოდი გაიხსენა

ლუის სუარესმა ბარსელონაში გადმოსვლის პერიოდი გაიხსენა

ბარსელონას ურუგვაელმა ის პერიოდი გაიხსენა როდესაც ბარსელონაში მისი გადასვლის საკითხი წყდებოდა. სუარესის თქმით მას შიში ჰქონდა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის გამო ბარსელონა მასზე უარს იტყოდა. ”მაშინ მალე მივხვდი ჩემს შეცდომას და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. გარდა ამისა მეშინოდა რომ ბარსელონა ჩემზე უარს იტყოდა, რადგან 4 თვიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ბარსელონას […]

დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო

დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო

ბარსელონას ახალგაზრდა ფორვარდმა უსმან დემბელემ ისევ ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3  კვირას გამოტოვებს. რეალ სოსიედადთან შეხვედრის შემდეგ დემბელემ დისკომფორტი იგრძნო და აღმოჩნდა რომ მას მცირე ტრავმა აქვს და იმისთვის რომ მან ეს დაზიანება ბოლომდე მოირჩინოს რამდენიმე კვირის გამოტოვებაა საჭირო. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ იმედი გამოთქვა რომ დემბელე ტრავმას მალე მოიშუშებს და მოედანს დაუბრუნდება. […]

რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელი გახდა

რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელი გახდა

უელსის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი იქნება. გიგზი კონტრაქტს რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს და თავის საქმიანობასაც შეუდგება. უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა და ამის გამო კრის კოულმენმა თავისი სურვილით დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი. მას შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტური იყო და უელსის საფეხბურთო ფედერაცია გიგზის კანდიდატურაზე შეჩერდა. გიგზმა თავიდან უარი თქვა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. […]

მანჩესტერ სიტიმ ალექსის სანჩესზე უარი თქვა

მანჩესტერ სიტიმ ალექსის სანჩესზე უარი თქვა

არსენალის ფორვარდი ალექსის სანჩესი სავარაუდოდ მანჩესტერ სიტიში აღარ გადავა, რადგან სიტიმ მასზე უარი თქვა. ამ მიზეზი ზედმეტად დიდი ანაზღაურებაა, რომელიც სანჩესმა მოითხოვა. გარდა ამისა, სანჩესის მიმართ ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოიჩინა და ისინი ჩილელ თავდამსხმელს გაცილებით უფრო დიდ ანაზღაურებას სთავაზობენ. შესაძლოა რამდენიმე დღეში ალექსისი ოფიციალურად მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდეს. თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარისგან თავს […]

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ოთხ სეტში – 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა. ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ექვსჯერ აიღო, საკუთარი კი ოთხჯერ დაკარგა. ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი დააგროვა, თუმცა, 2 ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა. მომდევნო ეტაპზე გასვლით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და […]

იტალიის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა ლუიჯი დი ბიაჯო გახდეს

იტალიის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა ლუიჯი დი ბიაჯო გახდეს

იტალიის ნაკრებს მწვრთნელი ჯერ კიდევ არ ჰყავს და ამ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მათგანი ლუიჯი დი ბიაჯოა, რომელიც ამჟამად იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია. შესაძლოა დი ბიაჯო ოფიციალურად იანვრის ბოლოს წარადგინონ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. შეგახსენებთ რომ იტალლის ნაკრები ვერ მოხვდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რის გამოც ჯანპიერო ვენტურა დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. მას შემდეგ ორი თვე […]

გაბრიელ ჟესუსი იანვრის ბოლოს მოედანზე დაბრუნდება

გაბრიელ ჟესუსი  იანვრის ბოლოს მოედანზე დაბრუნდება

მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი შესაძლოა იანვრის ბოლოს მოედანზე დაბრუნდეს. გვარდიოლას თქმით ჟესუსი რამდენიმე დღე ბარსელონაში მკურნალობდა, სადაც ექიმებმა მას დამაიმედებელი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის თანახმადაც ის მალე შეძლებს ფეხბურთის თამაშს. ჟესუსმა ტრავმა 31 დეკემბერს მიიღო კრისტალ პალასის წინააღმდეგ და თავიდან მას რამდენიმე თვიან იძულებით დასვენებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ იქნება. ჟესუსი მანჩესტერ […]

ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინურ გუნდ ჩაინა ფორჩუნში გააგრძელებს, სადაც მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ექნება. მასკერანომ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები, ხოლო ბარსელონა კი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური გუნდი მასკერანოს ტრანსფერში 10 მილიონ ევროს მიიღებს და ამ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. მასკერანო ბარსელონას შემადგენლობაში 2010 წლიდან თამაშობს და ამ […]

ბარსელონამ იერი მინა ოფიციალურად შეიძინა

ბარსელონამ იერი მინა ოფიციალურად შეიძინა

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა რომ პალმეირასის 23 წლის ფეხბურთელი იერი მინა, მალე ბარსელონაში ჩაფრინდება და კატალონიურ გუნდთან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მინას ტრანსფერი ბარსელონას უკვე შეთანხმებული ჰქონდა, როდესაც გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებულია. ცნობილი გახდა რომ ბარსელონა პალმეირასს მინას ტრანსფერში 12 მილიონ ევროს გადაუხდის. იანვარში ეს ბარსელონას მიერ განხორციელებული მეორე ტრანსფერია. შეგახსენებთ რომ კატალონიურმა გუნდმა […]

რეალი მოჰამედ სალაჰით დაინტერესდა

რეალი მოჰამედ სალაჰით დაინტერესდა

მადრიდის რეალი ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდით მოჰამედ სალაჰით დაინტერესდა. სალაჰს წელს ძალიან კარგი სეზონი აქვს და ის ლივერპულის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. სალაჰის ასეთმა თამაშმა რეალის ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა ოფიციალურად სამეფო კლუბს სალაჰის მიმართ ინტერესი არ დაუდასტურებია. სავარაუდოდ ლივერპული თავის კიდევ ერთ ლიდერს არ გაყიდის, რადგან რამდენიმე დღის წინ მათ უკვე დაკარგეს ფილიპე კოუტინიო, რომელიც 140 მილიონ […]