ლუის სუარესმა ბარსელონაში გადმოსვლის პერიოდი გაიხსენა

ლუის სუარესმა ბარსელონაში გადმოსვლის პერიოდი გაიხსენაბარსელონას ურუგვაელმა ის პერიოდი გაიხსენა როდესაც ბარსელონაში მისი გადასვლის საკითხი წყდებოდა. სუარესის თქმით მას შიში ჰქონდა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის გამო ბარსელონა მასზე უარს იტყოდა.

”მაშინ მალე მივხვდი ჩემს შეცდომას და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. გარდა ამისა მეშინოდა რომ ბარსელონა ჩემზე უარს იტყოდა, რადგან 4 თვიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ბარსელონას კვლავ სურდა ჩემი ყიდვა”–განაცხადა ლუის სუარესმა.

სუარესი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.