საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო.
მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ავსტრიელი ჟერალდ მელცერი ოთხ სეტში – 6:3, 6:4, 2:6, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ექვსჯერ აიღო, საკუთარი კი ოთხჯერ დაკარგა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 4 ეისი დააგროვა, თუმცა, 2 ორმაგი შეცდომა დაუფიქსირდა.
მომდევნო ეტაპზე გასვლით ბასილაშვილმა 10 სარეიტინგო ქულა და 60 000 დოლარი გამოიმუშავა.