რეალი მოჰამედ სალაჰით დაინტერესდა

რეალი მოჰამედ სალაჰით დაინტერესდამადრიდის რეალი ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდით მოჰამედ სალაჰით დაინტერესდა. სალაჰს წელს ძალიან კარგი სეზონი აქვს და ის ლივერპულის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

სალაჰის ასეთმა თამაშმა რეალის ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა ოფიციალურად სამეფო კლუბს სალაჰის მიმართ ინტერესი არ დაუდასტურებია.

სავარაუდოდ ლივერპული თავის კიდევ ერთ ლიდერს არ გაყიდის, რადგან რამდენიმე დღის წინ მათ უკვე დაკარგეს ფილიპე კოუტინიო, რომელიც 140 მილიონ ევროდ ბარსელონაში გადავიდა.