ბარსელონას ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ ტრავმა მოიშუშა და ის მალე მოედანზე დაბრუნდება უმტიტის ტრავმა თვეზე მეტი აწუხებდა და მან ბარსელონას რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მის მაგივრად ტომას ვერმალენი თამაშობდა, რომელმაც თავის მოვალეობებს თავი ძალიან კარგად გაართვა, მაგრამ უმტიტის დაბრუნების შემდეგ ვერმალენი სავარაუდოდ ისევ სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება. უმტიტი ბარსელონაში მეორე სეზონს ატარებს და ის ესპანეთის ჩემპიონატში […]
კატეგორია: სპორტი
კოუტინიო ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს
ბარსელონას ახალწვეული ფილიპე კოუტინიო ტრავმის გამო სამ კვირას გამოტოვებს და სავარაუდოდ მისი დებიუტი ბარსელონას შემადგენლობაში თებერვლის დასაწყისში შედგება. კოუტინიოს ტრავმა ბარსელონაში ჩამოსვლამდეც აწუხებდა და ამის გამო მან ლივერპულის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მიუხედავად ტრავმისა კოუტინიომ განაცხადა რომ ის ძალიან ბედნიერია. ”ბარსელონა უდიდესი კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. მესის უკვე ვესაუბრე და […]
მესუტ ოზილით იუვენტუსი დაინტერესდა
არსენალის გერმანელმა ფეხბურთელმა მესუტ ოზილმა არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ზაფხულში ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა. ოზილის საკუთარ რიგებში ხილვა ბევრ კლუბს სურს და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი ნახევარმცველი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოზილის მომავალი გუნდი ტურინის იუვენტუსი იქნება, რომელსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. თვითონ ოზილს ჯერჯერობით […]
გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედში ძალიან მაღალ ანაზღაურებას ითხოვს
ანტუან გრიზმანი შესაძლოა მალე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გრიზმანი ანაზღაურების სახით კვირაში 400 000 ფუნტ სტერლინგს ითხოვს, ხოლო ასეთი ანაზღაურება კი პოლ პოგბასაც არა აქვს. ამ დეტალის გამო შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს კიდეც, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. გრიზმანის ტრანსფერი მანჩესტერს სავარაუდოდ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება, თუმცა გუნდი მზად არის ეს თანხა გადაიხადოს. […]
ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია
ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია და მალე ის ბარსელონაში ჩავა, სადაც 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კოუტინიოს ყიდვა ბარსელონას ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ამჯერად კატალონიელებმა 140 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ლივერპულმა უარი აღარ თქვა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კოუტინიო წელს ბარსელონას შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან […]
ბრიტანელ მეკარეს თანაგუნდელის თავი ბურთში აერია
ინგლისის საფეხბურთო კლუბ West Ham-ის მეკარეს, ადრიან მიგელს, ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის შეხვედრის დროს Tottenham-ის წინააღმდეგ, თანაგუნდელის თავი ბურთში აერია. ამის ამსახველი ფოტო კლუბის ოფიციალურ გვერდზე, Twitterზე გამოჩნდა. ერთ მომენტში, საჯარიმო ჩაწოდებისას ადრიანმა კარი დატოვა და ბურთის დასაჭერად გამოვიდა, თუმცა ბურთის ნაცვლად, თანაგუნდელის, ნახევარმცველ შეიხ კუიატეს თავს ჩააფრინდა. თამაშის შემდეგ მომხდარს ადრიანიც გამოეხმაურა Twitter-ზე და […]
სერხიო რამოსი 3 კვირას გამოტოვებს
სერხიო რამოსმა რეალის ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ის სამი კვირის მანძილზე ვერ შეძლებს თამაშს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვითარებაში მიიღო სერხიომ ტრავმა, მაგრამ მისი არყოფნა რეალისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს, რადგან რამოსი რეალისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. ამჟამად სამეფო კლუბი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ესპანეთის ჩემპიონატში და რეალს თითქმის აღარ აქვს ჩემპიონობის შანსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამოსის […]
დიეგო სიმეონე შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდეს
ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ანტონიო კონტემ შესაძლოა ჩელსი დატოვოს, რადგან მას კლუბის ხელმძღვანელობასთან სერიოზული კონფლიქტი აქვს. კონტეს წასვლის შემთხვევაში ჩელსი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მთავარ კანდიდატურად დიეგო სიმეონეს განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს. სიმეონეს ადრე უკვე შესთავაზეს ჩელსის მწვრთნელობა, მაგრამ მაშინ დიეგომ უარი თქვა, თუმცა ამჯერად შესაძლოა მან თანხმობა განაცხადოს. […]
კონტე შესაძლოა ჩელსიდან წავიდეს
ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა მალე გუნდი დატოვოს, რადგან მას ჩელსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კონტე უკმაყოფილოა ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკით, ხოლო ჩელსის ხელმძღვანელები კი თვლიან რომ წლევანდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგები კონტეს ბრალია. გასულ წელს ჩელსიმ პრემიერ ლიგის მოგება შეძლო, ხოლო წელს კი კონტეს გუნდს პრაქტიკულად ამის შანსი აღარ აქვს. ანტონიო კონტეს საკმაოდ ბევრი კლუბი […]
მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
ჟოზე მოურინიო სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მოურინიოს მიმდინარე კონტრაქტი 2019 წელს იწურება, თუმცა მანჩესტერის ხელმძღვანელობა ჟოზესთან უფრო გრძელვადიან ურთიერთობას აპირებს, ამიტომ მალე პორტუგალიელ სპეციალისტს ოფიციალურ წინადადებას გაუკეთებენ. წლევანდელ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედი საკმაოდ სტაბილურად თამაშობს, თუმცა მოურინიოს გუნდს ჩემპიონობის შანსი თითქმის არა აქვს, რადგან მანჩესტერ სიტი მათ 15 ქულით ასწრებს, რაც სიტის ფენომენალური შედეგების დამსახურებაა.









