კონტე შესაძლოა ჩელსიდან წავიდეს

კონტე შესაძლოა ჩელსიდან წავიდესჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა მალე გუნდი დატოვოს, რადგან მას ჩელსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კონტე უკმაყოფილოა ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკით, ხოლო ჩელსის ხელმძღვანელები კი თვლიან რომ წლევანდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგები კონტეს ბრალია.

გასულ წელს ჩელსიმ პრემიერ ლიგის მოგება შეძლო, ხოლო წელს კი კონტეს გუნდს პრაქტიკულად ამის შანსი აღარ აქვს. ანტონიო კონტეს საკმაოდ ბევრი კლუბი ეპატიჟება, მაგრამ ჩელსიდან წასვლის შემთხვევაში ის სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება.