კოუტინიო ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს

კოუტინიო ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებსბარსელონას ახალწვეული ფილიპე კოუტინიო ტრავმის გამო სამ კვირას გამოტოვებს და სავარაუდოდ მისი დებიუტი ბარსელონას შემადგენლობაში თებერვლის დასაწყისში შედგება.

კოუტინიოს ტრავმა ბარსელონაში ჩამოსვლამდეც აწუხებდა და ამის გამო მან ლივერპულის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

მიუხედავად ტრავმისა კოუტინიომ განაცხადა რომ ის ძალიან ბედნიერია. ”ბარსელონა უდიდესი კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. მესის უკვე ვესაუბრე და მან მითხრა რომ ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ მომავალში”–განაცხადა ფილიპე კოუტინიომ.

კოუტინიოს ტრანსფერში ბარსელონამ 140 მილიონი გადაიხადა.