ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელიაბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია და მალე ის ბარსელონაში ჩავა, სადაც 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კოუტინიოს ყიდვა ბარსელონას ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ამჯერად კატალონიელებმა 140 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ლივერპულმა უარი აღარ თქვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კოუტინიო წელს ბარსელონას შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მან უკვე ითამაშა ლივერპულში წელს ამ ტურნირზე.

კოუტინიოს ოფიციალური პრეზენტაცია ორშაბათს შედგება.