დიეგო სიმეონე შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდეს

დიეგო სიმეონე შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდესბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ანტონიო კონტემ შესაძლოა ჩელსი დატოვოს, რადგან მას კლუბის ხელმძღვანელობასთან სერიოზული კონფლიქტი აქვს.

კონტეს წასვლის შემთხვევაში ჩელსი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მთავარ კანდიდატურად დიეგო სიმეონეს განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს.

სიმეონეს ადრე უკვე შესთავაზეს ჩელსის მწვრთნელობა, მაგრამ მაშინ დიეგომ უარი თქვა, თუმცა ამჯერად შესაძლოა მან თანხმობა განაცხადოს. ატლეტიკოში სიმეონე 2012 წლიდან მუშაობს.