კატეგორია: სპორტი

ბარსელონა კოუტინიოს ყიდვას იანვარში აპირებს

ბარსელონა კოუტინიოს ყიდვას იანვარში აპირებს

ბარსელონა ლივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ყიდვას იანვარში შეეცდება. ამის შესახებ ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომლის თქმით კოუტინიო იანვარში ბარსელონას მთავარი სამიზნე იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოუტინიო ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვერ დაეხმარება, რადგან მან უკვე ითამაშა ამ ტურნირზე ლივერპულის შემადგენლობაში.  კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლა სურს და ამას ბრაზილიელი ფეხბურთელი არც მალავს, ამიტომ […]

რობერტ ლევანდოვსკიმ ჰაინკესი შეაქო

რობერტ ლევანდოვსკიმ ჰაინკესი შეაქო

ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის ახალი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი შეაქო და თქვა, რომ მისი ვარჯიშები უფრო ინტენსიურია, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ლევანდოვსკის თქმით, ჯერ ადრეა იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანონ, მაგრამ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ უკვე იგრძნობა პროგრესი. ჰაინკესი უკვე იყო ბაიერნის სათავეში 2013 წლამდე, მაგრამ მისი მწვრთნელობის დროს ლევანდოვსკი ბაიერნში არ თამაშობდა. ჰაინკესის დაბრუნების […]

არიენ რობენი ნაკრებში აღარ ითამაშებს

არიენ რობენი ნაკრებში აღარ ითამაშებს

მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰოლანდიელმა არიენ რობენმა ნაკრებში კარიერა დაასრულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. რობენის თქმით ის უკვე ახალგაზრდა არ არის და ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში მისთვის რთული იქნება: ” 33 წლის ვარ და ვფიქრობ ნაკრებში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად უამრავი გამოცდა გამოვიარე და ბევრი რამ […]

მესის დახმარებით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

მესის დახმარებით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

არგენტინის ნაკრებმა მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე საგზურის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა საქმე ბოლო ტურამდე მიიყვანეს და ეკვადორთან მათ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. ეკვადორმა მატჩის პირველივე წუთზე მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე მესის მაგია ამოქმედდა და ლეომ სამჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. საბოლოოდ არგენტინამ 3:1 მოიგო და და მესამე პოზიციაზე გავიდა. […]

ვლადიმერ ვაისი სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებში დარჩება

ვლადიმერ ვაისი სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებში დარჩება

საქართველოს ნაკრების სლოვაკი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი სავარაუდოდ ნაკრებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, ვაისთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმება თითქმის მიღწეულია. თვითონ ვაისი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში ვერცერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო, თუმცა ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

კაკა კარიერის დასრულებას აპირებს

კაკა კარიერის დასრულებას აპირებს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა მალე კარიერის დასრულებაზე იფიქრებს. კაკა ბოლო 3 წლის მანძილზე ამერიკაში თამაშობს, სადაც ორლანდოს ღირსებას იცავს. ის უკვე 35 წლის არის და კაკას თქმით მას სულ უფრო და უფრო უჭირს ფეხბურთის თამაში, რადგან ამისთვის ფიზიკური კონდიციები არ ყოფნის. ” ფეხბურთის თამაში უკვე ისეთ სიამოვნებას აღარ მანიჭებს, როგორც ადრე, ამიტომ შესაძლოა კარიერის […]

ისლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გავიდა

ისლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გავიდა

ისლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო დაამარცხა 2:0 და თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამრიგად ისლანდიელებმა პირველად ისტორიაში მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ისეთ ნაკრებებს აჯობეს, როგორებიც ხორვატია და უკრაინა არიან. ისლანდიის ნაკრებმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოუმატა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიელები მეოთხედფინალში გავიდნენ. შესარჩევ ეტაპზე მათ 7 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ. მეორე […]

რეალი მზად არის ბეილი გაყიდოს

რეალი მზად არის ბეილი გაყიდოს

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა მზად არის გარეტ ბეილი გაყიდოს, რადგან უელსელი ფეხბურთელი ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და იშვიათად თამაშობს. ამჟამად ბეილი ისევ ტრავმირებულია, რის გამოც ის თავის ნაკრებს გადამწყვეტ შეხვედრებში ვერ დაეხმარა. ბეილის ყიდვა მანჩესტერ იუნაიტედს სურს, მაგრამ აქამდე რეალი უელსელი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებდა, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და ბეილის წასვლაც უფრო რეალურია, ვიდრე ადრე. რეალმა […]

ანდრეა პირლომ შესაძლოა ჩელსიში დაიწყოს მუშაობა

ანდრეა პირლომ შესაძლოა ჩელსიში დაიწყოს მუშაობა

ანდრეა პირლო დეკემბერში საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და შესაძლოა მან ჩელსიში დაიწყოს მუშაობა, როგორც ანტონიო კონტეს ასისტენტმა. პირლოს და კონტეს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პირლომ აღიარა, რომ კონტეს სურს მასთან ერთად მუშაობა. იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას დრო ჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. პირლომ კარიერის დიდი ნაწილი მილანში […]

იუპ ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე ისაუბრა

იუპ ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე ისაუბრა

მიუნხენის ბაიერნის ახალმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ ბაიერნში დაბრუნება მას ოჯახმა ურჩია. ჰაინკესი ბაიერნიდან 2013 წელს წავიდა და ის ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებდა, მაგრამ მან გადაწყვეტილება შეცვალა. ” ჩემმა ცოლმა და შვილმა მითხრეს რომ ბაიერნში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან ბაიერნს ახლა ისე ვჭირდები როგორც არასდროს. გუნდს რთული პერიოდი აქვს და ვეცდები რომ მდგომარეობა გამოვასწორო”– განაცხადა […]