ბარსელონა კოუტინიოს ყიდვას იანვარში აპირებს

ბარსელონა კოუტინიოს ყიდვას იანვარში აპირებსბარსელონა ლივერპულის ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ყიდვას იანვარში შეეცდება. ამის შესახებ ბარსელონას აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომლის თქმით კოუტინიო იანვარში ბარსელონას მთავარი სამიზნე იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოუტინიო ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვერ დაეხმარება, რადგან მან უკვე ითამაშა ამ ტურნირზე ლივერპულის შემადგენლობაში.  კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლა სურს და ამას ბრაზილიელი ფეხბურთელი არც მალავს, ამიტომ მისი კატალონიურ გუნდში ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.