ვლადიმერ ვაისი სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებში დარჩება

ვლადიმერ ვაისი სავარაუდოდ საქართველოს ნაკრებში დარჩებასაქართველოს ნაკრების სლოვაკი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი სავარაუდოდ ნაკრებთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, ვაისთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

თვითონ ვაისი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში ვერცერთი შეხვედრის მოგება ვერ შეძლო, თუმცა ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.