რობერტ ლევანდოვსკიმ ჰაინკესი შეაქო

რობერტ ლევანდოვსკიმ ჰაინკესი შეაქობაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის ახალი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი შეაქო და თქვა, რომ მისი ვარჯიშები უფრო ინტენსიურია, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ლევანდოვსკის თქმით, ჯერ ადრეა იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანონ, მაგრამ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ უკვე იგრძნობა პროგრესი.

ჰაინკესი უკვე იყო ბაიერნის სათავეში 2013 წლამდე, მაგრამ მისი მწვრთნელობის დროს ლევანდოვსკი ბაიერნში არ თამაშობდა. ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ პირველ შეხვედრას ბაიერნი ფრაიბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.