მესის დახმარებით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

მესის დახმარებით არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდაარგენტინის ნაკრებმა მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე საგზურის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა საქმე ბოლო ტურამდე მიიყვანეს და ეკვადორთან მათ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.

ეკვადორმა მატჩის პირველივე წუთზე მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე მესის მაგია ამოქმედდა და ლეომ სამჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა.

საბოლოოდ არგენტინამ 3:1 მოიგო და და მესამე პოზიციაზე გავიდა. არგენტინის გარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის, ურუგვაის და კოლუმბიის ნაკრებები ითამაშებენ, ხოლო ჩილე კი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.