საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ევრობასკეტი გამარჯვებით დაიწყო. თელ-ავივ არენაზე საქართველის კალთბურთელთა ნაკრებმა უძლიერესი მეტოქე, ლიტვა 77:79 დაამარცხა. ქართველების გამარჯვებას გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაშიც. როგორც გამოცემა eurohoops.net წერს, საქართველომ ევრობასკეტი დიდი გამარჯვებით დაიწყო. „საქართველოს ნაკრებმა ნამდვილ თრილერში 79:77 გაიმარჯვა, ბოლო წამებში ჩაგდებული ბურთით და ასევე ბოლო წამებში ლიტველების მიერ აცილებული სამქულიანით. ვარსკვლავი: თორნიკე შენგელიამ “გადაწვა და გაანადგურა” ლიტვის […]
კატეგორია: სპორტი
ილიას ზუროსი – “ლიტვასთან მოგება არაფერს ნიშნავს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლიტვასთან შეხვედრა შეაფასეს. ილიას ზუროსი: “ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ. გიორგი ცინცაძის ტრავმის გამო დისქსონს სხვა პოზიციაზე მოუწია თამაში. შეხვედრაში ყველა ბოლომდე დაიხარჯა. კარგი ვიყავით დაცვაშიც და თავდასხმაშიც, თუმცა ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს, რადგან ჯერ მხოლოდ ტურნირის დასაწყისია. ახლა გერმანიასთან მატჩზე ვართ ფოკუსირებული, […]
საქართველომ ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო
დღეს დაიწყო ევროპის პირველობა კალათბურთში. საქართველოს ნაკრები, რომელიც ბ ჯგუფში ასპარეზობს, ისრაელში ლიტვას შეხვდა. შეხვედრის პირველი ტაიმი ლიტველებმა 39:34 მოიგეს. გადამწყვეტი გამოდგა მატჩის მესამე მეოთხედი, რომელიც საქართველომ 25:18 მოიგო და დაწინაურდა 59:57. ბოლო მეოთხედი ფრედ 20:20 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი მატჩი 79:77 მოიგო. დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიამ უკრაინას 75:63 მოუგო.
ლივერპულმა ალექს ჩემბერლენი იყიდა
ლივერპულმა არსენალის ფეხბურთელი ალექს ჩემბერლენი იყიდა. ტრანსფერი ოფიციალური 31 აგვისტოს გახდა და მალე ჩემბერლენი ლივერპულს შეურთდება. ამჟამად ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებთან ერთად იმყოფება, თუმცა მან უკვე მოასწრო ლივერპულის ფორმის ჩაცმა და ამით თავისი სიხარული გამოხატა ამ ტრანსფერით. ჩემბერლენი ლივერპულთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მას მაღალი ანაზღაურება ექნება. რამდენიმე წლის წინ ჩემბერლენი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ […]
დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოში რჩება
მადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელი დიეგო სიმეონე მალე გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ატლეტიკოში მინიმუმ კიდევ რამდენიმე წლით დარჩება. სიმეონეს წასვლის შესახებ მთელი ზაფხულის მანძილზე იყო ჭორები, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და დიეგო ისევ ატლეტიკოს უხელმძღვანელებს. სიმეონე ატლეტიკოს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ მადრიდული კლუბის პროგრესი სახეზეა. 2014 წელს სიმეონემ თავის გუნდთან ერთად […]
ნანი კარიერას ლაციოში გააგრძელებს
პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუის ნანი კარიერას რომის ლაციოში გააგრძელებს. ნანი უკვე რომში იმყოფება და მან კონტრაქტსაც ხელი მოაწერა. პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით ლაციოში თამაში მისთვის დიდი პატივია. ” ლაციო ძალიან ამბიციური და ძლიერი კლუბია და ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე. მინდა ამ გუნდის გულშემატკივრები გავახარო და გუნდს სარგებელი მოვუტანო”– განაცხადა ნანიმ. ლუის ნანიმ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბევრი […]
ტომას მიულერი კარლო ანჩელოტის აკრიტიკებს
მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ მას ბოლომდე არ ესმის თუ რა სურს კარლო ანჩელოტის მისგან. მიულერმა ეს განცხადება ვერდერთან გამართული მატჩის შემდეგ გააკეთა, როდესაც ის მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე გამოვიდა. ” ვფიქრობ ანჩელოტი ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს. როდესაც მატჩის ბოლოს გამოვდივარ ცვლილებაზე, უკვე მიჭირს თავის გამოჩენა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა”– განაცხადა ტომას […]
ანხელ დი მარიას ბარსელონაში თამაში სურს
პსჟ-ს არგენტინელ ფეხბურთელს ანხელ დი მარიას ბარსელონაში თამაში სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან პსჟ-ს მწვრთნელს უნაი ემერის თხოვნითაც მიმართა, რომ ის ბარსელონაში გაუშვან. ბარსელონამ ერთი კვირის წინ ანხელის შეძენის სურვილი გამოთქვა, მაგრამ პსჟ-მ მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია რომ პარიზულმა გუნდმა პოზიცია შეცვალოს და დი მარია ბარსელონაში გაუშვას. ანხელ დი მარია წლების მანძილზე […]
ლუის სუარესმა შესაძლოა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს
ბარსელონას და ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა შესაძლოა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მან მუხლის ტრავმა უფრო მალე მოირჩინა, ვიდრე ამას ექიმები ელოდნენ. სუარესი მადრიდის რეალის წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა და მას სავარაუდოდ ერთი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ურუგვაელი ფორვარდი თითქმის უკვე ბოლომდე ჯანმრთელია და მზად არის თავის ნაკრებს დაეხმაროს. ურუგვაი არგენტინის ნაკრებს საკუთარ […]
ზაზა ფაჩულია იტალიის მწვრთნელს – “ნუ მესაუბრები რუსულად” – ვიდეო
თელ-ავივში, „ევრობასკეტი 2017-ის“ დაწყებამდე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა Tel Aviv არენაზე ივარჯიშა. ვარჯიშის შემდეგ, პირველი არხის ჟურნალისტი ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუს წერდა. საუბარი ჟურნალისტებთან დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც, იქვე მყოფმა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჩულიას რუსულად მიმართა, „დააჩქარე, დააჩქარე“, რადგან მოედანზე ვარჯიში ამჯერად იტალიის ნაკრებს უნდა დაეწყო. პასუხად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მწვრთნელს ინგლისურად […]










