ტომას მიულერი კარლო ანჩელოტის აკრიტიკებს

ტომას მიულერი კარლო ანჩელოტის აკრიტიკებსმიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ მას ბოლომდე არ ესმის თუ რა სურს კარლო ანჩელოტის მისგან. მიულერმა ეს განცხადება ვერდერთან გამართული მატჩის შემდეგ გააკეთა, როდესაც ის მოედანზე მხოლოდ 73-ე წუთზე გამოვიდა.

” ვფიქრობ ანჩელოტი ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს. როდესაც მატჩის ბოლოს გამოვდივარ ცვლილებაზე, უკვე მიჭირს თავის გამოჩენა და გუნდისთვის სარგებლის მოტანა”– განაცხადა ტომას მიულერმა.

ტომას მიულერისთვის შარშანდელი სეზონი არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კარლო ანჩელოტი მას ისე აღარ ენდობა, როგორც ეს ადრე იყო.