ლუის სუარესმა შესაძლოა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს

ლუის სუარესმა შესაძლოა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოსბარსელონას და ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა შესაძლოა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მან მუხლის ტრავმა უფრო მალე მოირჩინა, ვიდრე ამას ექიმები ელოდნენ.

სუარესი მადრიდის რეალის წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა და მას სავარაუდოდ ერთი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ურუგვაელი ფორვარდი თითქმის უკვე ბოლომდე ჯანმრთელია  და მზად არის თავის ნაკრებს დაეხმაროს.

ურუგვაი არგენტინის ნაკრებს საკუთარ მოედანზე 1 სექტემბერს უმასპინძლებს და ეს შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.