დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოში რჩება

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოში რჩებამადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელი დიეგო სიმეონე მალე გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ატლეტიკოში მინიმუმ კიდევ რამდენიმე წლით დარჩება.

სიმეონეს წასვლის შესახებ მთელი ზაფხულის მანძილზე იყო ჭორები, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და დიეგო ისევ ატლეტიკოს უხელმძღვანელებს.

სიმეონე ატლეტიკოს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ მადრიდული კლუბის პროგრესი სახეზეა. 2014 წელს სიმეონემ თავის გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც ატლეტიკო რეალთან დამარცხდა.