ანხელ დი მარიას ბარსელონაში თამაში სურს

ანხელ დი მარიას ბარსელონაში თამაში სურსპსჟ-ს არგენტინელ ფეხბურთელს ანხელ დი მარიას ბარსელონაში თამაში სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან პსჟ-ს მწვრთნელს უნაი ემერის თხოვნითაც მიმართა, რომ ის ბარსელონაში გაუშვან.

ბარსელონამ ერთი კვირის წინ ანხელის შეძენის სურვილი გამოთქვა, მაგრამ პსჟ-მ მის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია რომ პარიზულმა გუნდმა პოზიცია შეცვალოს და დი მარია ბარსელონაში გაუშვას. ანხელ დი მარია წლების მანძილზე ბარსელონას მთავარი მეტოქის მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო და რეალში ის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. რეალი დი მარიამ 2014 წელს დატოვა.