კილიან მბაპე 30 აგვისტოს პსჟ-სთან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად ამ გუნდის ფეხბურთელი გახდება. ამჟამად მბაპე პარიზში იმყოფება და მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. პსჟ ამ ტრანსფერში 180 მილიონ ევროს გადაიხდის და მბაპე მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება ნეიმარის შემდეგ, რომელიც ასევე პსჟ-ს ღირსებას იცავს. ამრიგად პარიზულ გუნდს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევა ეყოლება ნეიმარის, […]
კატეგორია: სპორტი
ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილის მეტოქე 20 წლის ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იყო, რომელიც ნიჭიერ ჩოგბურთელად ითვლება. მატჩი თითქმის სამი საათი გაგრძელდა და დონალდსონმა 4 სეტში მოიგო ანგარიშით 6:0, 4:6, 6:3, 7:6. მეოთხე სეტში ქართველი ჩოგბურთელი 3:1-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, […]
ალექსის სანჩესი შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს
არსენალის ჩილელმა ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის გუნდს ტრანსფერზე დაყენება მოთხოვა. სანჩესი პსჟ-ში აპირებდა გადასვლას, მაგრამ პარიზელებმა აქცენტი სხვა ფეხბურთელებზე გააკეთეს და სანჩესი მათთვის საჭირო აღარ იყო. ალექსისის შეძენა მანჩესტერ სიტისაც სურს, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ლივერპულთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ სანჩესის ემოციები ყველამ დაინახა და ცხადი გახდა, რომ მას გუნდის დატოვება […]
ლივერპული კოუტინიოს ბარსელონაში გაშვებას დათანხმდა – 148 მილიონ გირვანქა სტერლინგად
დაახლოებით ერთი საათის წინ ინგლისურმა გაზეთმა ”სანმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია ფელიპე კოუტინიოს ბარსელონაში შესაძლო გადასვლის შესახებ. გამოცემის ცნობით, ლივერპული დათანხმდა, გაუშვას კოუტინიო ბარსელონაში 148 მილიონი გირვანქის საფასურად, რაც დაახლოებით 160 მილიონ ევროს უდრის. გამოცემის ცნობით, გასულ პარასკევს შედგა შეხვედრა კოუტინიოს წარმომადგენელსა და Fenway Sports Group-ს შორის, რომელსაც ლივერპული ეკუთვნის. ”სანს” მოჰყავს ესპანური ”სპორტის” სიტყვები, რომელიც ირწმუნება, რომ […]
უსმან დემბელეს პრეზენტაცია შედგა
ბარსელონას ახალწვეულის უსმან დემბელეს ოფიციალური პრეზენტაცია ორშაბათს შედგა. დემბელემ კონტრაქტს ხელი მოაწერა და გულშემატკივრების წინაშე წარსდგა. პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კომენტარიც გააკეთა. ” ბარსელონაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეხლა ეს ოცნება რეალობად იქცა. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, რომ მალე გამოვიდე მოედანზე და ჩემზე დამყარებული იმედები გავამართლო”– განაცხადა დემბელემ. უსმან დემბელეს ტრანსფერში ბარსელონამ […]
ზიდანმა ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა ვალენსიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც რეალმა გამარჯვება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, რეალი აგებდა, მაგრამ 83-ე წუთზე მარკო ასენსიომ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრაში ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა კარიმ ბენზემამ, მაგრამ ზიდანმა ის დაიცვა და თქვა, რომ ფორვარდს უბრალოდ არ გაუმართლა. ” თამაშით კმაყოფილი ვარ. რამდენიმე ლიდერი არ გვყავდა, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ […]
სტეფან იოვეტიჩი კარიერას მონაკოში გააგრძელებს
მილანის ინტერის შემტევი ნახევარმცველი სტეფან იოვეტიჩი კარიერას მონაკოში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ იოვეტიჩმა მონაკოს 10 ნომრიანი მაისური დაისაკუთრა, რაც იმას ნიშნავს, რომ კილიან მბაპე გუნდს დატოვებს. შარშანდელი სეზონი იოვეტიჩმა სევილიაში გაატარა, სადაც ის ერთი წლით იყო განათხოვრებული. სერბი ფეხბურთელი რამდენიმე დღეში მონაკოში ჩავა, სადაც ოფიციალურად კონტრაქტს მოაწერს ხელს. იოვეტიჩმა სახელი ფიორენტინაში გაითქვა, სადაც მან 5 წელიწადი […]
მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი ჩაკვეტაძეში 6 მილიონს იხდიდა, მაგრამ „გენტმა“ დაასწრო
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “გენტში” გააგრძელებს, – იუწყება ბელგიური გამოცემა HLN.BE. „თბილისის “დინამოს” აკადემიის გაზრდილი უაღრესად ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელიც 8 და 10 ნომრად ითამაშებს. ქართული წყაროების ცნობით, “გენტმა” ჩაკვეტაძე ივნისის ბოლოს გადაიბირა, ვინაიდან ის 19-წლამელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა და მოსალოდნელი იყო, რომ სხვა გუნდების სელექციონერები შენიშნავდნენ”, – წერს ბელგიური გამოცემა. HLN.BE-ს ცნობით, ჩაკვეტაძის გადაბირებით […]
მეიუეზერმა მაკგრეგორს მოუგო და 100 მილიონი დოლარი მიიღო
ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეიუეზერმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს მოუგო. მსაჯმა ბრძოლა მეათე რაუნდზე შეწყვიტა. მეიუეზერმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ორთაბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართა. ამ ბრძოლაში მეიუეზერმა 100 მილიონი დოლარი მიიღო, მაკგრეგორმა კი 30 მილიონი. ეს გარანტირებული თანხაა, რომელსაც სპორტსმენები შედეგის მიუხედავად იღებენ. ამ თანხაში არ შედის გამარჯვების გამო მიღებული ბონუსები, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული პროცენტები და ფასიანი ტრანსლირების გადასახადი, […]
ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიჩბოსნობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ ფინალურ შეჯიბრში ქართველი ნიჩბოსანის შედეგი 38,439 წამი იყო, გამარჯვებული კი ბელარუსელი არტიომ კოზირი გახდა (38,161). შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძემ რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს მსოფლიოს თასის ეტაპზე მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე […]










