მბაპე ოფიციალურად პსჟ-ს ფეხბურთელია

მბაპე ოფიციალურად პსჟ-ს ფეხბურთელიაკილიან მბაპე 30 აგვისტოს პსჟ-სთან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად ამ გუნდის ფეხბურთელი გახდება. ამჟამად მბაპე პარიზში იმყოფება და მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. პსჟ ამ ტრანსფერში 180 მილიონ ევროს გადაიხდის და მბაპე მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება ნეიმარის შემდეგ, რომელიც ასევე პსჟ-ს ღირსებას იცავს.

ამრიგად პარიზულ გუნდს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევა ეყოლება ნეიმარის, კავანის და მბაპეს სახით. საინტერესოა როგორ მოახერხებს უნაი ემერი ამდენი ვარსკვლავისთვის ადგილის მოძებნას მოედანზე.