ალექსის სანჩესი შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს

ალექსის სანჩესი შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდესარსენალის ჩილელმა ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის გუნდს ტრანსფერზე დაყენება მოთხოვა. სანჩესი პსჟ-ში აპირებდა გადასვლას, მაგრამ პარიზელებმა აქცენტი სხვა ფეხბურთელებზე გააკეთეს და სანჩესი მათთვის საჭირო აღარ იყო.

ალექსისის შეძენა მანჩესტერ სიტისაც სურს, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ლივერპულთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ სანჩესის ემოციები ყველამ დაინახა და ცხადი გახდა, რომ მას გუნდის დატოვება სურს.

არსენალში გადასვლამდე სანჩესი რამდენიმე სეზონის მანძილზე ბარსელონას ღირსებას იცავდა, მანამდე კი ის იტალიური უდინეზეს ფეხბურთელი იყო.