სტეფან იოვეტიჩი კარიერას მონაკოში გააგრძელებს

სტეფან იოვეტიჩი კარიერას მონაკოში გააგრძელებსმილანის ინტერის შემტევი ნახევარმცველი სტეფან იოვეტიჩი კარიერას მონაკოში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ იოვეტიჩმა მონაკოს 10 ნომრიანი მაისური დაისაკუთრა, რაც იმას ნიშნავს, რომ კილიან მბაპე გუნდს დატოვებს. შარშანდელი სეზონი იოვეტიჩმა სევილიაში გაატარა, სადაც ის ერთი წლით იყო განათხოვრებული.

სერბი ფეხბურთელი რამდენიმე დღეში მონაკოში ჩავა, სადაც ოფიციალურად კონტრაქტს მოაწერს ხელს. იოვეტიჩმა სახელი ფიორენტინაში გაითქვა, სადაც მან 5 წელიწადი გაატანა. სტეფანმა ბედი ინგლისშიც სცადა, თუმცა მანჩესტერ სიტიში მან ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კლუბი მალე დატოვა.