კატეგორია: სპორტი

მანჩესტერ იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა ისევ სურს

მანჩესტერ იუნაიტედს ანტუან გრიზმანის ყიდვა ისევ სურს და მზად არის ზაფხულში მასში 100 მილიონი გადაიხადოს, თუმცა ეს თანხა ბარსელონას სავარაუდოდ არ დააკმაყოფილებს, რადგან მათ გრიზმანი უფრო ძვირად შეიძინეს. იუნაიტედს გრიზმანის ყიდვა რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ მაშინ ატლეტიკომ თავისი ლიდერი არ დათმო, ხოლო შემდეგ კი ანტუანმა ბარსელონა აირჩია. წლევანდელ სეზონში გრიზმანს არასტაბილური თამაშის გამო საკმაოდ […]

ბარსელონა და ტერ შტეგენი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ

ბარსელონა თავის გერმანელ მეკარეს მარკ ანდრე ტერ შტეგენს ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა, რადგან ტერ შტეგენი ხელფასის მომატებას ითხოვს, ხოლო ბარსელონა უარზეა. სავარაუდოდ ბარსელონას მოუწევს დათმობაზე წასვლა, რადგან ტერ შტეგენი კატალონიური გუნდის შეუცვლელი პირველი მეკარეა და მისი წასვლა ბარსელონასთვის დიდი დანაკლისი იქნება. ტერ შტეგენს ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი შეძენით ბევრი გუნდია […]

ხოსეპ გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მილიონი ევრო გაიღო

მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და ცნობილი ადამიანები ასევე ჩაერთვნენ ამ ბრძოლაში, მათ შორის არის მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომლის მშობლიურ ესპანეთში ვირუსმა ფეხი სერიოზულად მოიკიდა. გვარდიოლამ ბარსელონას ერთ-ერთ ფონდს, რომელიც კორონავირუსს ებრძვის მილიონი ევრო გადაურიცხა. გვარდიოლამ განაცხადა რომ ეპიდემია ყველას პრობლემაა და ის ვალდებული იყო რომ ასე მოქცეულიყო. ლიონელ მესიმ ასევე მილიონი ევრო […]

ტოკიოს ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი დათანხმდა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძიო აბეს შეთავაზებას და 2020 წელს გასამართი ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს ჩატარდება. დღეს, 24 მარტს, აბემ, ბახმა და ორგანული კომიტეტის თავმჯდომარე იოსირო მორიმ სატელეფონო კონფერენცია მოაწყვეს. საქმე ოლიმპიადის მომდევნო წლისთვის გადადებას ეხებოდა. “მე შევთავაზე ბატონ ბახს ოლიმპიური თამაშების 1 წლით გადატანა. ის 100%-ით თანახმაა”, – განაცხადა […]

რუდი გობერი: ”თავს კარგად ვგრძნობ”

იუტა ჯაზის ცენტრმა რუდი გობერმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა რომ თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსმა მასზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინა. გობერს ვირუსი 12 მარტს დაუდგინდა და ამის შემდეგ ნბა დროებით შეწყდა და ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება: ”კიდევ ერთხელ ყველას მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და მინდა ვთქვა რომ თავს კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს ვირუსს მალე დავამარცხებ და […]

ბარსელონა უსმან დემბელეს გაშვებას არ აპირებს

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ბარსელონა არ აპირებს ზაფხულში თავისი ფრანგი ფორვარდის უსმან დემბელეს გაშვებას, თუმცა რამდენიმე დღის წინ საპირისპირო ინფორმაცია გაჩნდა რომლის მიხედვითაც ბარსელონას დემბელე აღარ სჭირდებოდა. ბარსელონას ახალ მწვრთნელს კიკე სეტიენს ფრანგი ფორვარდის დიდი იმედი აქვს და მომავალ სეზონში მასზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. დემბელემ ტრავმების გამო ბევრი გამოტოვა და ის ამჟამადაც ლაზარეთში […]

რაკიტიჩს სევილიაში სურს დაბრუნება

ბარსელონას ხორვატ ნახევარმცველს ივან რაკიტიჩს სევილიაში სურს დაბრუნება და ზაფხულში სავარაუდოდ ასეც მოხდება. წლევანდელ სეზონში რაკიტიჩი ყოველთვის ვერ ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში, რის გამოც ის უკმაყოფილოა. აღსანიშნავია რომ ბარსელონაში ის სწორედ სევილიიდან გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. რაკიტიჩის ცოლიც სევილიიდან არის და ამ ქალაქში დაბრუნება შესაძლოა ამ მიზეზითაც იყოს გამოწვეული. ამჟამად რაკიტიჩი, ისევე როგორც სხვა […]

ზიდანი: “ფეხბურთი აუცილებლად დაბრუნდება”

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კორონავირუსზე ისაუბრა და თქვა რომ იძულებითი შესვენება ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს სხვა გზხა არა აქვთ. ზიდანი დარწმუნებულია რომ ფეხბურთი მალე დაბრუნდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება: ”ჩვენ ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ და სხვა არაფერი დაგვრჩენია. ფეხბურთელები ცოტა ხანში ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებენ, მანამდე კი ისინი წესებს ემორჩილებიან. ფეხბურთი ყველას […]

მოჰამედ სალაჰი ეგვიპტეს ვირუსთან ბრძოლაში ერთი მილიონით დაეხმარა

ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო და თავის ქვეყანას 1 მილიონი ევროთი დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის სპორტის მინისტრმა დაადასტურა. მან საჯარო მადლობა გადაუხადა სალაჰს და თქვა რომ ის ნამდვილი პატრიოტია. ეგვიპტეში ამჟამად 210 დაინფიცირებულია კორონავირუსით და მათგან მხოლოდ 6 გარდაიცვალა, თუმცა ქვეყანაში მაინც ისეთივე აკრძალვებია, როგორც სხვაგან. თვითონ სალაჰი ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს, […]

პრემიერ ლიგა 30 აპრილამდე სტარტს არ აიღებს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ინგლისის პრემიერ ლიგა სტარტს 30 აპრილამდე არ აიღებს. ეს გადაწყვეტილება მაყურებლის უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული, რადგან კორონავირუსი ჯერ კიდევ აქტიურად ვრცელდება. ამჟამად ბრიტანეთში დაინფიცირებულთა რიცხვი 2687 აღწევს, ხოლო გარდაცვლილია 72 ადამიანი. ინგლისში სეზონის დასრულებას სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში აპირებენ.