მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი კელვინ კიპტუმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი კელვინ კიპტუმი ავტოკატასტროფაში დაიღუპაკენიელი მორბენალი კელვინ კიპტუმი, რომელმაც 2023 წელს მარათონში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კენიის დასავლეთით, 11 თებერვალს მოხდა. კიპტუმი საჭესთან იჯდა. სპორტსმენთან ერთად დაიღუპა მისი მწვრთნელი გერვაის ჰაკიზიმანა. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ჰოსპიტალიზებულია.

კიპტუმს მონაწილეობა უნდა მიეღო მარათონში როტერდამში, რომელიც აპრილში უნდა გაიმართოს. ამასთან, ის კენიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაშიც იყოს, რომელსაც პარიზის თამაშებზე უნდა ეასპარეზა.