ინგლისის პრემიერლიგის მატჩის დროს ფეხბურთელს გული გაუჩერდა

 ინგლისის პრემიერლიგის მატჩის დროს ფეხბურთელს გული გაუჩერდა  ინგლისის პრემიერლიგის გუნდის „ლუტონ თაუნის“ კაპიტანს, ტომ ლოკიერს მატჩის დროს გული გაუჩერდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა პრემიერ-ლიგის მე-17 ტურის დროს მოხდა, როდესაც „ლუტონი“ „ბორნმუტს“ ეთამაშებოდა. 29 წლის ფეხბურთელმა გონება დაკარგა, რის გამოც მატჩი შეჩერდა.

მოგვიანებით კლუბმა დაადასტურა, რომ ლოკიერს გული გაუჩერდა. ახლა ის კლინიკაში იმყოფება, სადაც დამატებით კვლევებს იტარებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა წლის განმავლობაში, როდესაც ლოკიერი თამაშის დროს გონებას კარგავს. პირველად ეს მაისში, „კოვენტრისთან“ თამაშის დროს მოხდა. მაშინ ფეხბურთელს წინაგულის ფიბრილაციის დიაგნოზი დაუსვეს, მან ოპერაცია გადაიტანა და კარიერა გააგრძელა.