საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.

ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე : დაამარცხა და ნორვეგიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.