პსჟ-ს გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა შესაძლოა გუნდი დატოვოს, რადგან ნეიმარის მისვლის შემდეგ დრაქსლერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დრაქსლერს პირადად უთხრა, რომ მისი ადგილი პსჟ-ში აღარ არის. შესაძლოა დრაქსლერი გერმანიაში დაბრუნდეს, თუმცა თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. იულიან დრაქსლერი პსჟ-ში 2017 წლის იანვარში გადავიდა და […]
კატეგორია: სპორტი
ერნესტო ვალვერდე პაულინიოს ტრანსფერს დადებითად აფასებს
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელი ნახევარმცველის პაულინიოს ტრანსფერს დადებითად აფასებს. ვალვერდეს თქმით ბარსელონას სწორედ პაულინიოს მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება. ” პაულინიო ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ორთაბრძოლებს ის თითქმის არასოდეს აგებს. ბარსელონას არ ჰყავს მისი ტიპის ფეხბურთელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ძალიან გაგვაძლიერებს”– განაცხადა ერნესტო ვალვერდემ. პაულინიო ბარსელონაში ხუთშაბათს ჩაფრინდება და გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. […]
ხესე როდრიგესი სტოკ სიტის ფეხბურთელი გახდა
ესპანელი ფორვარდი ხესე როდრიგესი ინგლისური სტოკ სიტის ფეხბურთელი გახდა და ის მინიმუმ ერთ წელიწადს ინგლისში გაატარებს. სტოკმა ხესე იჯარის წესით შეიძინა პსჟ-სგან, რომელსაც ეკუთვნის უფლებები ესპანელ ფეხბურთელზე. ხესე როდრიგესი მადრიდის რეალის აღზრდილია და ამ გუნდში მან რამდენიმე სეზონი ჩაატარა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო და საბოლოოდ რეალმა ის პსჟ-ს […]
მილანს არტურო ვიდალის ყიდვა სურს
მილანმა წლევანდელ საზაფხულო სატრანსფერო ბაზარზე უკვე უამრავი ფეხბურთელი იყიდა, მაგრამ მილანელები გაჩერებას არ აპირებენ და მათი მორიგი სამიზნე ბაიერნის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალია. ვიდალი ბაიერნში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მას უფრო მაღალ ანაზღაურება ჰპირდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ვიდალმა გუნდის შეცვლა გადაწყვიტოს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და მილანს ბაიერნისთვის ოფიციალური წინადადებით […]
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის ტურნირი მოგებით დაიწყო
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსი მოგებით დაიწყო. პირველ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი 20 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ორ სეტში ანგარიშით 6:3; 7:6 დაამარცხა. 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტიან ჰარისონი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 240-ე ადგილს იკავებს. ამერიკელ და ქართველ ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა 16 აგვისტოსაა დანიშნული. იმედინიუსი
უსმან დემბელე ბარსელონას მიუახლოვდა
დორტმუნდის ბორუსიის ახალგაზრდა ფორვარდი უსმან დემბელე ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბორუსია მზად არის 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დემბელეს შეელიოს, ხოლო თვითონ ფეხბურთელს კი ბარსელონაში თამაშის დიდი სურვილი აქვს. დემბელემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბარსელონაში თამაში მისი ოცნებაა და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ გუნდის მაისური მოირგოს. დემბელეს გარდა კატალონიური კლუბი ფილიპე […]
ალექსის სანჩესს პსჟ-ში თამაში სურს
არსენალის ფორვარდს ალექსის სანჩესს პსჟ-ში თამაში სურს და ის უკვე პარიზში იმყოფება, სადაც კლუბთან პირადად აწარმოებს მოლაპარაკებას. სანჩესმა რამდენჯერმე გამოხატა არსენალიდან წასვლის სურვილი, მაგრამ არსენ ვენგერს მისი გაშვება არ სურს, თუმცა როგორც ჩანს სანჩესი არსენალს მაინც დატოვებს. პსჟ-მ უკვე შეძლო ნეიმარის გადაბირება და ალექსის სანჩესი მათ კიდევ უფრო გააძლიერებს. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უახლოეს […]
კლოპი კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებს
ლივერპულის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს პრესკონფერენციაზე ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც კლოპმა არაერთგვაროვანი პასუხი გასცა. კლოპის თქმით, მან ამ ტრანსფერის შესახებ არაფერი იცის და მისთვის კოუტინიო უბრალოდ ლივერპულის ფეხბურთელია, რომელიც ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოუტინიო მალე ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება და მან ლივერპულს ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. თვითონ […]
პაულინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია
ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი პაულინიო, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთში თამაშობდა, ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია. პაულინიო რამდენიმე დღეში ბარსელონაში ჩაფრინდება და ხუთშაბათს მისი პრეზენტაციაც შედგება. ცნობილი გახდა, რომ ბარსელონამ ამ ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადა და პაულინიო კატალონიურ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ბარსელონაში თამაში და ის შეეცდება, რომ გულშემატკივარს […]
კოუტინიოს ლივერპულის დატოვება სურს
ლივერპულის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ მისი ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ კოუტინიომ უკვე აცნობა ლივერპულის ხელმძღვანელობას, რომელსაც მისი გაყიდვა არ სურს. კოუტინიოს სავარაუდოდ ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება და ბარსელონა მზად არის მის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლივერპული ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო ესპანურ პრესაში იწერება, რომ კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში მალე ოფიციალური […]










