მილანს არტურო ვიდალის ყიდვა სურს

მილანს არტურო ვიდალის ყიდვა სურსმილანმა წლევანდელ საზაფხულო სატრანსფერო ბაზარზე უკვე უამრავი ფეხბურთელი იყიდა, მაგრამ მილანელები გაჩერებას არ აპირებენ და მათი მორიგი სამიზნე ბაიერნის ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალია.

ვიდალი ბაიერნში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მას უფრო მაღალ ანაზღაურება ჰპირდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ვიდალმა გუნდის შეცვლა გადაწყვიტოს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და მილანს ბაიერნისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ მილანმა იუვენტუსის მცველი ლეონარდო ბონუჩი იყიდა და ამ ტრანსფერზე იტალიაში დღემდე საუბრობენ.