კოუტინიოს ლივერპულის დატოვება სურს

კოუტინიოს ლივერპულის დატოვება სურსლივერპულის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ მისი ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ კოუტინიომ უკვე აცნობა ლივერპულის ხელმძღვანელობას, რომელსაც მისი გაყიდვა არ სურს.

კოუტინიოს სავარაუდოდ ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება და ბარსელონა მზად არის მის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლივერპული ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო ესპანურ პრესაში იწერება, რომ კოუტინიოს ტრანსფერი ბარსელონაში მალე ოფიციალური გახდება.

ლივერპულის ღირსებას კოუტინიო 2013 წლიდან იცავს.