ალექსის სანჩესს პსჟ-ში თამაში სურს

ალექსის სანჩესს პსჟ-ში თამაში სურსარსენალის ფორვარდს ალექსის სანჩესს პსჟ-ში თამაში სურს და ის უკვე პარიზში იმყოფება, სადაც კლუბთან პირადად აწარმოებს მოლაპარაკებას. სანჩესმა რამდენჯერმე გამოხატა არსენალიდან წასვლის სურვილი, მაგრამ არსენ ვენგერს მისი გაშვება არ სურს, თუმცა როგორც ჩანს სანჩესი არსენალს მაინც დატოვებს.

პსჟ-მ უკვე შეძლო ნეიმარის გადაბირება და ალექსის სანჩესი მათ კიდევ უფრო გააძლიერებს. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უახლოეს რამდენიმე დღეში ბევრი რამ გაირკვევა. სანჩესი არსენალის ღირსებას 2014 წლიდან იცავს, მანამდე კი ის რამდენიმე წლის მანძილზე ბარსელონას ფეხბურთელი იყო.